ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ევროკავშირი ეგვიპტის დახმარებას გადახედავენ


ევროკავშირი ხვალ ეგვიპტისთვის გამოყოფილი 6.7-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების მიზანშეწონილობას განიხილავს

საერთაშორისო საზოგადოებაში იზრდება შეშფოთება ეგვიპტეში მიმდინარე არეულობასთან და ძალადობის ესკალაციის გამო. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გადახედავს ეგვიპტის დახმარების საკითხს და გადაწყვეტს, შეუწყვიტოს თუ არა ქაიროს საერთაშორისო დახმარება, რომელიც ყოველწლიურად 1.5 მილიარდს აღემატება. ევროკავშირის დიპლომატები ხვალ ჟენევაში იკრიბებიან და ასევე განიხილავენ ეგვიპტისთვის გამოყოფილი 6.7-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების მიზანშეწონილობას.

პარალელულრად, ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი, ჰოსნი მუბარაქი შესაძლოა გათავისუფლებულ იქნას. მან 2 წელიწადზე მეტი პატიმრობაში გაატარა. ეგვიპტური სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ექსპრეზიდენტის და მისი შვილების მიერ სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით, მუბარაქს აღარ დააკავებენ. შეგახსენებთ, 2011 წელს ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ჰოსნი მუბარაქი ხელისუფლებას ჩამოაცილეს.
XS
SM
MD
LG