ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს


70 წლის მუჰამედ ბადი ეგვიპტის ოპოზიციის სულიერი წინამძღვარია. ის დღეს დილით დააკავეს

ეგვიპტის ხელისუფლებამ მუსლიმთა საძმოს სულიერი წინამძღვარი, მოჰამედ ბადი დააპატიმრა. ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია გრძელდება.

70 წლის მოჰამედ ბადი დღეს დილით ქაიროს აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს, სადაც ის ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერებთან ერთად გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ხელისუფლების განცხადებით, სულიერი ლიდერი 25 აგვისტოს მუსლიმთა საძმოს დანარჩენ წევრებთან ერთად გასამართლდება. მოჰამედ ბადის ძალადობის ინსპირირებაში დებენ ბრალს.

ოფიციალური მონაცემებით, 3 ივლისის შემდეგ დაწყებულ არეულობაში ეგვიპტეში დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს აღწევს. მუსლიმთა საძმოს მტკიცებით, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.
XS
SM
MD
LG