ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში 4 ტელეარხი დაიხურა


Egyptian television displays the "Egypt Fighting Terrorism" banner during a sports program, August 20, 2013.
Egyptian television displays the "Egypt Fighting Terrorism" banner during a sports program, August 20, 2013.

ტელეარხებს მაუწყებლობისთვის აუცილებელი ლიცენზიები და ნებართვებიც არ გააჩნდათ

ეგვიპტის სასამართლოს დადგენილებით, ოთხ წამყვან არხს, მათ შორის ალ-ჯაზირას ადგილობრივ წარმომადგენლობას და მუსლიმთა საძმოს არხს მაუწყებლობა შეუჩერდა. მათ ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის ლოიალურობაში და მოვლენების ტენდენციურ გაშუქებაში დებენ ბრალს.

სასამართლო განჩინება შეეხო არამარტო მუსლიმთა საძმოს არხს „აჰრარ-25“-ს, არამედ დანარჩენ გამოკვეთილად პროისლამისტურ არხებსაც. გასულ კვირას მთავრობის სამმა მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისინი ტელეარხებს ქვეყანაში ჭორების გავრცელებაში და დაპირისპირების ესკალაციის ხელშეწყობაში დებდა ბრალს. მათი თქმით, ეს ყოველივე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. მინისტრების განცხადებით, ტელეარხებს მაუწყებლობისთვის აუცილებელი ლიცენზიები და ნებართვებიც არ გააჩნდათ.
XS
SM
MD
LG