ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო


დროებითმა პრეზიდენტმა ადლი მანსურმა პრემიერად ოთხშაბათს იბრაჰიმ მაჰლაბი დაასახელა, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება ევალება

ეგვიპტეში ახალი პრემიერ მინისტრი მთავრობის ფორმირებას ცდილობს. დროებითმა პრეზიდენტმა ადლი მანსურმა პრემიერად ოთხშაბათს იბრაჰიმ მაჰლაბი დაასახელა. სწორედ ბატონმა მაჰლაბმა უნდა შექმნას ქვეყნის ახალი მთავრობა, რომელიც ალ ბებლავის კაბინეტს - მათი მოულოდნელი გადადგომის შემდეგ - შეცვლის. იბრაჰიმ მაჰლაბმა თქვა, რომ ეგვიპტეს, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ნათელი მომავალი აქვს.

დღეს ეგვიპტის სასამართლომ 26 ადამიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. პროკურორები ირწმუნებიან რომ ბრალდებულებმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს და სუეცის არხში გამავალი გემების წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობდნენ.
XS
SM
MD
LG