ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები ახალ კონსტიტუციას უჭერენ მხარს


ორდღიანი რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის ახალ კონსტიტუციას დამტკიცების დიდი შანსი აქვს

ეგვიპტეში მიმდინარე რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას. ამის შესახებ ცნობა ეგვიპტის ოფიციალური წყაროებით ვრცელდება. სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედრო ძალების მხარდაჭერით მოქმედი მთავრობის კონსტიტუციას ეგვიპტელთა 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს.

რეფერენდუმის საბოლოო შედეგები კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. ახალი კონსტიტუციიდან ექსპრეზიდენტ მორსის მმართველობის პერიოდში მიღებული ისლამისტური ქარტია და ლექსიკა სრულად ამოღებულია. ის მეტ უფლებებს ანიჭებს ეგვიპტელ ქალებს და კიდევ უფრო განამტკიცებს სამხედროთა ძალაუფლებას.

დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ ახალ კონსტიტუციას დამტკიცების დიდი შანსი აქვს. ხმის მიცემის პროცედურა ძირითადად პრობლემების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა, სამშაბათს, რეფერენდუმის წინა დღეს, ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის მხარდამჭერებს და მათ ოპონენტებს შორის მომხდარ ინციდენტში სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG