ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი


ქვეყანაში მეორე რევოლუცია მოხდა. ადლი მანსური, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტია

საკონსტიტუციო სასამართლოს წინ შეკრებილი ეგვიპტელები ახალი, დროებითი პრეზიდენტის დანიშნვას ზეიმობენ. დღესვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ადლი მანსურმა სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მიმდინარე ცერემონიალზე საზეიმო ფიცი დადო.

„პირობას ვიძლევი, რომ დავიცავ რესპუბლიკურ სისტემას; პატივს ვცემ კანონს და კონსტიტუციას; გავითვალისწინებ ხალხის ინტერესებს და დავიცავ სამშობლოს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას“ - განაცხადა მანსურმა სახელდახელოდ გამართულ ინაუგურაციაზე.

ერთი კვირის მანძილზე პრეზიდენტს და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებამ, რომელსაც 50 ადამიანი შეეწირა, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა გამოიწვია. არმიის მეთაურმა, აბდულ ფატა ხალილ ალ-სისიმ ძალადობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ძალაუფლებას ჩამოაცილა და ახალი ლიდერის არჩევამდე ხელისუფლება უზენაეს სასამართლოს გადააბარა. ეგვიპტის პროკურატურამ დღეს ყოფილი მმართველი პარტიის, მუსლიმთა საძმოს 300 წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა.
XS
SM
MD
LG