ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს დროებითი პრეზიდენტი ყავს


ცენტრში-ადლი მანსური, დროებითი პრეზიდენტი.
4 ივლისი, 2013

ეგვიპტის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყნის ახალი, დროებითი პრეზიდენტია. გუშინ, ეგვიპტის პირველი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სამხედროებმა თანამდებობიდან გააძევეს.

ხუთშაბათს, საპრეზიდენტო ფიცის შემდეგ დროებითმა ლიდერმა ქებით მოიხსენია დემონსტრანტები, რომლებიც მორსის გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

ოთხშაბათს, არმიის მთავარსარდალმა აბდულ ფატა ხალილ ალ-სისიმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არმია ხალხის სურვილს ასრულებდა და ქვეყნის ექვსი თვის განმავლობაში მოქმედ კონსტიტუციას შეაჩერებდა.

ადლი მანსური

-დროებით პრეზიდენტად 2013 წლის 3 ივლისს დაინიშნა
-3 ივლისამდე, იგი უზენაეს საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ედგა სათავეში
-უზენაესი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა პრეზიდენტმა მორსიმ
-ეგვიპტის სასამართლო სისტემაში 1970 წლიდან დაწინაურდა
-მიღებული აქვს განათლება ქაიროს უნივერსიტეტსა და საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში
-დაიბადა ქაიროში, 1945 წელს

ალ-სისიმ ჩამოაყალიბა ეგვიპტის სამომავლო განვითარების გეგმა რაც ახალი, დროებითი ლიდერის დანიშვნას, კონსტიტუციის განხილვისთვის სპეციალური კომისიის, ეროვნული შერიგების კომიტეტის შექმნას და ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობდა.

ოთხშაბათს, ალ-სისიმ განაცხადა, რომ სამომავლო მოქმედების გეგმა ეგვიპტის რიგ პოლიტიკურ ჯგუფებთან შეთანხმებით ჩამოყალიბდა.

როგორც ანალიტიკოსი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან ადელ აბდელ ღაფარი ამერიკის ხმას უცხადებს, ალ-სისის განცხადება ყველა ჯგუფის ჩართვის მანიშნებელი იყო, თუმცა ჯერ არ შეიძლება იმის თქმა-მიიღებს თუ არა ამ პროცესებში მონაწილეობას მუსლიმთა საძმო.
XS
SM
MD
LG