ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იზრდება მისი ძალუფლება. შესაბამისად მორსის, გასულ წელს რევოლუციის ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილე ოფიციალური პირების საქმეების გადახედვის განკარგულების გაცემის საშუალება მიეცემა.
ბრძანება ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიით პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელდა. ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება არ ექვემდებარება აპელაციას არცერთ სასამართლო ინსტანციაში.
პრესსპიკერმა ასევე დასძინა, რომ ჰოსნი მუბარაქის დროის მთავრობის წევრები, რომლებიც გარეულნი არიან მომიტინგეთა მკვლელობებში, შესაძლოა
სასამართლოს წინაშე ხელახალა წარსდგნენ. მისივე თქმით არაა გამორიცხული თავად მუბარაქის თავიდან გასამართლება .
მოჰამედ მორსის ძალაუფლება იზრდება

ჰოსნი მუბარაქი შესაძლოა თავიდან გაასამართლონ