ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი ქაიროში


iran egypt
iran egypt

სალაფიტი ეგვიპტელები ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას აპროტესტებენ

ქაიროში ირანის ელჩის რეზიდენციას ათობით ულტრარადიკალმა ეგვიპტელმა ქვები დაუშინა. ისინი აპროტესტებენ ეგვიპტის მთავრობის მცდელობას, რომელიც ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოხატავენ ეგვიპტეში ირანიდან ჩასული ტურისტების გამო, როდესაც ორ ქვეყანას შორის პირველი კომერციული ავიარეისი განხორციელდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში. ელჩის რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტები სირიელი ამბოხებულების დროშებს აფრიალებდნენ და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გაყვიროდნენ ლოზუნგებს. ეგვიპტელი სალაფიტები შიიტურ ირანს სირიის რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG