ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელი მღელვარება ქაიროში


ეგვიპტელები მასობრივი დემონსტრაციებისთვის ემზადებიან

ეგვიპტეში საპროტესტო დემონსტრაციების განახლებისთვის ემზადებიან. მონაწილეები გამოხატავენ უკმაყოფილებას პრეზიდენტ მოჰამედ მორსის მთავრობის მიმართ და ასევე აღნიშნავენ ყოფილი ლიდერის ჰოსნი მუბარაქის დამხობის ორი წლისთავს. დემონსტრაცია ქაიროში თაჰრირის მოედანზე იგეგმება.

ხალხი ასევე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აპირებს შეკრებას. როგორც ქაიროდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი იუწყება ეგვიპტის დედაქალაქში დაძაბულობა ძლიერდება. მისი თქმით, იხურება მაღაზიები, მოსახლეობის ნაწილი სახლებში იკეტება, რათა მოსალოდნელ მღელვარებაში არ მოყვეს.

ოპოზიცია მოსახლეობას მსვლელობებისკენ მოუწოდებს. არსებობს ინფორმაცია, რომ დასავლური სტილის ანარქისტული ჯგუფები რკინიგზის ლიანდაგების და ხიდების გადაკეტვას აპირებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG