ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმადინეჟადი ქაიროში სამიტზე ჩავიდა


მაჰმუდ აჰმადინეჟადი ეგვიპტეში სამი დღით სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

სამშაბათს ქაიროში ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის ლიდერი ეგვიპტეში პირველად ჩავიდა.

ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ირანის პრეზიდენტს წითელ ხალიჩაზე სპეციალური ცერემონიით დახვდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეგიონის ორ დიდ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის დასასრულის მაუწყებელია.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ეგვიპტეში სამი დღით სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, სამიტი ქაიროში ოთხშაბათს დაიწყება. ეგვიპტის და ირანის ლიდერები სამიტზე სირიის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG