ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ქაიროში


ხუთშაბათს ქაიროში შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟის სიახლოვეს ბომბი აფეთქდა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟის სიახლოვეს ბომბი აფეთქდა. დაშავდა სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰამედ იბრაჰიმი არ დაშავებულა ამ აფეთქებისგან, რომელიც მის სახლთან ახლოს მოხდა.

სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებმა ამ თავდასხმას, მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა უწოდეს, თუმცა თვდასხმაზე პასუხისმგებელთა ვინაობა არ დასახელებულა.

თავდაპირველ შეტყობინებებში ამბობდნენ, რომ თავდამსხმელებმა გამოიყენეს ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო ტელევიზიამ გადმოსცა, რომ ბომბი ახლომდებარე შენობიდან ისროლეს.
XS
SM
MD
LG