ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ხელისუფლება "ტერორისტებს" ებრძვის


ეგვიპტის დროებითი საგარეო საქმეთა მინისტრი ნაბილ ფამი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დემონსტრანტთა "დანაშაულებრივი მოქმედებების" მიუხედავად სიმშვიდეს ინარჩუნებს.

ამ ფონზე, ეგვიპტეში ზეწოლა მატულობს ისლამისტების წინააღმდეგ. დროებითი მთავრობა "მუსლიმთა საძმოს" აკრძალვას განიხილავს, არაერთი სხვა ილამისტი კი მოკლული ან დაჭერილია.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, პრეზიდენტ მორსის მომხრეები შაბათს ღამე ალექსანდრიის, მინაიასა და ჰელვანის ქუჩებში საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

ერთი დღით ადრე, უშიშროების ძალებმა ქაიროს მეჩეთს ალყა შემოარტყეს. დემონსტრანტები სწორედ ალ-ფატის მეჩეთში იმყოფებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავრობა "ტერორისტების" წინააღმდეგ სპეც-ოპერაციებს აგრძელებს. სახელმწიფო მედია სამხედროებთან დაპირისპირებული ისლამისტი ძალების დემონიზებას სამთავრობო რიტორიკის შენარჩუნებით ახორციელებს.

ტერორიზმთან ბრძოლის დასამტკიცებლად, ხელისუფლებამ ქაიროს შემოგარენში დააკავა ალ-ყაიდას მეთაურის, აიმან ალ ზავაჰირის ძმა-მოჰამედ ზავაჰირი.

ეგვიპტის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ დემონსტრანტები საპროტესტო აქციებისას ალ-ყაიდას "შავ დროშას" აფრიალებდნენ.

აღსანიშნავია, რომ "მუსლიმთა საძმოს" შემადგენლობაში მილიონობით რიგითი ეგვიპტელი შედის, რომლებიც დაუმორჩილებლობას აცხადებენ არჩეული პრეზიდენტის-მოჰამედ მორსის დამხობის გამო.
XS
SM
MD
LG