ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ვითარება უკიდურესად მწვავდება


ოპოზიციის ბანაკების ძალადობრივ დაშლას სულ ცოტა 525 ეგვიპტელი შეეწირა

ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ საპროტესტო აქციებს აწყობენ. მათი ერთი ნაწილი ქაიროში მდებარე სამთავრობო შენობებს დაესხა თავს და მათ ცეცხლი მოუკიდა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უტევდა დღეს გიზაში ასობით მუსლიმთა საძმოს მომხრე მთავრობის დაწესებულებებს. ქალაქ ალექსანდრიის ქუჩებშიც მორსის ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პარალელურად, მუსლიმთა საძმომ გუშინდელი ხოცვა-ჟლეტვის შემაშფოთებელი კადრები გაავრცელა. ვიდეოფირზე ქაიროს ელ-იმანის მეჩეთთან ასობით დაღუპული ადამიანის გვამია ნაჩვენები. ეგიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ოთხშაბათს მომხდარ ძალადობას სულ ცოტა 525 ადამიანი შეეწირა. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციური ბანაკების დაშლის მიზნით გამოყენებული ძალადობა მინიმალური იყო და სამართალდამცავებმა მხოლოდ ცრემლსადენი გაზი იხმარეს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG