ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში 10 ჯარისკაცი აფეთქდა


ასაფეთქებლით დატვირთული მანქანა არმიის ავტოკოლონაზე თავდასხმას ისახავდა მიზნად

ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, სინას ნახევარკუნძულზე მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 10 ჯარისკაცი. დაშავდა 35 მდე ადამიანი.

ასაფეთქებლით დატვირთული მანქანა არმიის ავტოკოლონაზე თავდასხმას ისახავდა მიზნად.

თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. შეგახსენებთ, რომ სინას რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების აქტივობა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის დამხობის შემდეგ გახშირდა. ბოლო პერიოდში კი სიტუაცია უფრო გამწვავდა პრეზიდენტ მოჰამედ მორსის ხელისუფლებიდან განდევნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG