ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ისლამისტი მეომრები სიკვდილით დასაჯეს


ეგვიპტემ 15 ისლამისტი, რომლებსაც ბრალად 2013 წელს, სინაის ნახევარკუნძულზე არმიის პოსტზე სისხლიანი თავდასხმა ედებოდა, სიკვდილით დასაჯა.

დღეს კაიროს ჩრდილოეთით მდებარე ორ ციხეში სიკვდილით დასჯა ერთდროულად მოხდა. ეს ყველაზე მასობრივი ღონისძიება იყო 2015 წლის შემდეგ, როდესაც ექვსი მსჯავრდებული ჯიჰადისტი ჩამოახრჩვეს.

დღესაც, თხუთმეტივე მსჯავრდებული ჩამოხრჩობით დაისაჯა.

სინაიში განლაგებულმა ისლამისტურმა ძალებმა რეგიონში, წლების განმავლობაში, ასობით პოლიციელი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი მოკლა.

XS
SM
MD
LG