ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლისღვრა ეგვიპტეში


მომხდარ დაპირისპირების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის ჯარი და მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერები ერთმანეთს აბრალებენ ქაიროში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მომიტინგეები ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მორსის წინააღმდეგ მომხდრ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებდნენ.

მუსლიმთა საძმოს განცხადებით, სისხლისღვრაში პასუხისმგებლობა ჯარისკაცებს მიუძღვით, რომლებმაც ეროვნული გვარდიის შტაბბინის წინ შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

სამხედრო უწყება დაპირისპირების დაწყებას მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერებს აბრალებს, რომლებიც სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ მაშინ, როცა ჯარისკაცები შენობას იცავდნენ. შეტაკების დროს ერთი ჯარისკაციც დაიღუპა.

ორშაბათს მომხდარ ძალადობაზე პასუხად ულტრა კონსერვატიული სალაფისტური პარტია „ნური“ მოლაპარაკების პროცესს გაეთიშა, რომლის მიზანიც გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება იყო.
XS
SM
MD
LG