ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში დღეს ისევ აფეთქება მოხდა


ბომბი საზოგადოებრივი ავტობუსის მახლობლად, დატვირთულ გზაჯვარედინზე აფეთქდა

ეგვიპტის ოფიციალური წყაროების ცნობით, ქაიროში დღეს ისევ აფეთქება მოხდა. ბომბი საზოგადოებრივი ავტობუსის მახლობლად, დატვირთულ გზაჯვარედინზე აფეთქდა. სულ ცოტა 5 ადამიანი დაიჭრა. უსაფრთხოების თანამშრომლებმა ადგილზე კიდევ ერთი ბომბი იპოვეს, რომელიც იქვე მდგარ ბილბორდზე იყო დამაგრებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ეს ყოველივე „ხალხის ტერორიზებას“ ისახავს მიზნად.

ქალაქ მანსურაში პოლიციის ოფისთან მომხდარ სამშაბათის აფეთქებაზე, რომელმაც 15 ადამიანი იმსხვერპლა, პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო. ჯგუფის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილი იერიში მთავრობის მიერ ისლამისტების დევნაზე პასუხი გახლდათ. მომხდარი აფეთქება დაგმო მუსლიმთა საძმომ, რომელიც ეგვიპტის მთავრობამ ამ კვირას ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო.
XS
SM
MD
LG