ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში აფეთქება მოხდა


ეგვიპტის უშიშროების ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ეს თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, ბომბის ძლიერი აფეთქება მოხდა ნილოსის დელტის რეგიონის პოლიციის მთავარ შენობასთან. აფეთქებამ იმსხვერპლა 13 ადამიანი, 130 კი დაიჭრა.

ოფიციალური ცნობით, მანსურის აფეთქების მსხვერპლთა უმეტესობა პოლიციელი იყო. მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი იქნა გამოყენებული.

ეგვიპტის უშიშროების ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ეს თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც არმიამ ივლისში დაამხო ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი.

გარდამავალმა მთავრობამ თავდასხმაში ბრალი დასდო „მუსლიმთა საძმოს“. ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის მხარდამჭერ ჯგუფს ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია მიანიჭა. პრემიერ მინისტრმა ჰაზემ ალ-ბებლავიმ პირობა დადო, რომ ვინც ეს ჩაიდინა, მისი სიტყვებით: „სამართალს ვერ გაექცევა“.

„მუსლიმთა საძმომ“ გაავრცელა განცხადება, რითაც დაგმო ეს თავდასხმა. იმავე განცხადებაში პრემიერ მინისტრს ბრალად სდებენ იმას, რომ ის იყენებს: „გამომწვევ განცხადებებს, რაც მიზნად ისახავს შემდგომი ძალადობის, ქაოსის და არასტაბილურობის გამოწვევას.“

ეგვიპტის ინფორმაციის მინისტრი მივიდა აფეთქების ადგილზე და თქვა, რომ ეს თავდასხმა იყო ქვეყნის კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობა.

„ჩვენ დავაპატიმრეთ 4 აქტივისტი, რომლებმაც აღიარეს ზოგიერთ ინციდენტში მონაწილეობა და ახლა მათ იციან, რომ ჩვენ ზომებს ვღებულობთ. ყველა ეს ინციდენტი რეფერენდუმის გამო ხდება და ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად.“
XS
SM
MD
LG