ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ხალხმრავალი დემონსტრაციები იგეგმება


დემონსტრაციები ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლებას უკავშირდება

დღეს, ეგვიპტის მუსლიმთა საძმო, მას შემდეგ რაც მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გაათავისუფლა, ხალხმრავალი დემონსტრაციების ჩატარებისკენ მოუწოდებდა ეგვიპტელებს.
ყოფილი სამხედრო მეთაური, ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 29 წლის განმავლობაში მართავდა, გუშინ ქაიროსთან განლაგებულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში მუბარაქი შინა პატიმრობაში დარჩება.
ეგვიპტის 85 წლის ყოფილი ლიდერი სასამართლო განხილვის მოლოდინშია ასობით დემონსტრანტის მკვლელობის ბრალდებით. მას ასევე კორუფციის მუხლითაც ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG