ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქს შინაპატიმრობა მოელის


სასამართლომ განმეორებითი პროცესი მოითხოვა, რის შემედეგაც გუშინ ქაიროს სასამარათლომ მუბარაქი პირობითად გაათავისუფლა

დღეს შესაძლოა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ციხიდან გათავისუფლდეს,რაც სავარაუდოდ ქვეყანაში ისედაც გართულებულ სიტუაციას უფრო მეტად დაამძიმებს.
თუ მუბარაქი გათავისუფლდება, ეგვიპტის პრემიერ მინისტრის ბრძანებით, მას შინა პატიმრობაში ყოფნა მოუწევს. მუბარაქის მომავალი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებელა. ეგვიპტის 85 წლის ყოფილმა ლიდერმა ციხეში ორი წელიწადი გაატარა.
ჰოსნი მუბარაქს ხელისუფლებაში ყოფნის 30 წლის მანძილზე ჩადენილი მკვლელობა და კორუპციული გარიგებები ედება ბრალად. თუმცა სასამართლომ განმეორებითი პროცესი მოითხოვა, რის შემედეგაც გუშინ ქაიროს სასამარათლომ მუბარაქი პირობითად გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG