ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო და ეკონომიკური კრიზისი


განვითარებული და ჩამორჩენილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის განსხვავება მატულობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თამჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა განვითარებული და ჩამორჩენილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის განსხვავება მატულობს.

ოთხშაბათს ნიუ იორკში ქრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ რეგიონში ფინანსური ბაზრების გაუმჯობესება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მათ ყოფაზე არ ასახულა.

ნიუ იორკში გამოსვლისას ლაგარდმა გლობალური ეკონომიკის სწრაფად განვითარებაზე ისაუბრა, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ეხება.მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების, შვეციის და შვეიცარიის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა, თუმცა ევროპას და იაპონიას ჯერ კიდევ დრო სჭირდება იმისთვის, რომ გლობალური კრიზისიდან საბოლოოდ თავი დააღწიოს.
XS
SM
MD
LG