ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაგარდმა მსოფლიო ეკონომიკა შეაფასა


აშშ-ის ეკონომიკას გაუმჯობესების ნიშნები ეტყობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკა გაუმჯობესების გზაზეა და "უკეთ გამოიყურება", ვიდრე ერთი წლის წინ. თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გლობალურ რეცესიას გამოიწვევს.

ამის შესახებ ლაგარდმა გუშინ ჩინეთში აზიის ქვეყნების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, "ეკონომიკის ზრდა გრძელდება და ფართოვდება" მზარდი ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე. ასევე მისი თქმით, აშშ-ის ეკონომიკას გაუმჯობესების ნიშნები ეტყობა.
XS
SM
MD
LG