ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ფიცი დადო და ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გახდა. ამერიკის ისტორიაში ეს 58-ე ინაუგურაციაა. მის ინაუგურაციის მიმართვაში ტრამპმა განაცხადა, რომ ის „დავიწყებული“ ამერიკელებისთვის იბრძოლებს და „ხელისუფლებას ხალხს დაუბრუნებს.“

გასული წლის ნოემბერში, დონალდ ტრამპმა არჩევნებში მისი დემოკრატი მეტოქე ჰილარი კლინტონი დაამარცხა. კლინტონი სხვა სტუმრებთან ერთად დღეს ინაუგურაციას ესწრებოდა.

ტრამპის ინაუგურაციას ქვეყნის ყოფილი ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის, ჯორჯ ბუში, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და რა თქმა უნდა, ბარაკ ობამა.

ვაშინგტონში ინაუგურაციის დღის ღონისძიებები გრძელდება.

XS
SM
MD
LG