ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციის წინ ტრამპი ქვეყნის გაერთიანების პირობას დებს


ინაუგურაციის დღე

მილიარდერი უძრავი ქონების მაგნატი და ტელეშოუს წამყვანი დონალდ ჯონ ტრამპი რამდენიმე საათში საპრეზიდენტო ფიცს დადებს და ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება. ინაუგურაციის წინ ის კიდევ ერთხელ პირდება ამერიკელებს, რომ ქვეყანას „ძველ დიდებას დაუბრუნებს“, რომ წინ „საკვირველი“ ამბები ელით და რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკა ერთიანი გახდეს.

ხუთშაბათს, საინაგურაციო ცერემონიის ბოლო რეპეტიციის შემდეგ, ლინკოლნის მემორიალთან კიბეებზე მდგარმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის სულერთია, როგორი ამინდი იქნება, იწვიმებს, თუ არა, რადგან ამ წუთებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ამერიკის დედაქალაქისკენ იქნება მოპყრობილი.

XS
SM
MD
LG