ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა დანიის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია


იეპე კოფოდი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
იეპე კოფოდი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის კუნძულ ბორნჰოლმთან, საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. უწყების ცნობით, შემთხვევა პარასკევს, 11 ივნისს მოხდა.

მომხდარს „ტვიტერზე“ ეხმაურება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. იეპე კოფოდი წერს, რომ ეს რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას ჰგავს.

„სრულიად მიუღებელია რუსული თვითმფრინავების მიერ დანიის საჰაერო სივრცის დარღვევა. თანაც, ერთ დღეში ორჯერ. ეს შეგნებულ ქმედებად გამოიყურება“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დანიის თავდაცვისა და საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს არ დაუზუსტებიათ, რა ტიპის თვითმფრინავებზეა საუბარი. საჰაერო სივრცის დარღვევის დეტალებს ჯერ კიდევ იძიებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მან რუსეთის ელჩთან შეხვედრა მოითხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG