ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიხუანას და ერთი სქესის ქორწინების ლეგალიზება


არჩევნებზე რამდენიმე შტატში რეფერენდუმიც ჩატარდა

ერთი სქესის ქორწინების და მარიხუანას ლეგალიზების ამერიკელმა მომხრეებმა სამშაბათის არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მეინის და მერილენდის შტატები პირველები არიან, სადაც ერთი სქესის ქორწინება სახალხო რეფერენდუმის გზით ლეგალური ხდება.

აქამდე ერთი სქესის ქორწინება, კანონმდებლობით, ამრიკის მხოლოდ 6 შტატში და კოლუმბიის ოლქში იყო დაშვებული. რეფერენდუმი რამდენიმე შტატში ჩატარდა.

ვაშინგტონმა და კოლორადომ საყოველთაო კენჭისყრით სამედიცინო მიზნით მარიხუანას გაყიდვას და მოხმარებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ ინიციატივას ორეგონის შტატმა უარი გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG