ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების მეორე დღე ამერიკაში


ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს მადლობას უხდიან

არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ყველაფერი საუკეთესო ჯერ წინ არის.“ მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ობამამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ამერიკელ ხალხს ერთობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ ოპონენტებს, მიტ რომნის და პოლ რაიანს რთული და საინტერესო საარჩევნო კამპანიის მოწყობისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მათ სამშობლოს სიყვარული და მისი ერთგულება აერთიანებთ.

მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა პრეზიდენტს წუხელვე დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მიტ რომნიმ ბოსტონში მხარდამჭერებთან მოწყობილ შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყნისთვის ამ რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდში ის „პრეზიდენტ ობამას წარმატებული წინამძღოლობისთვის ილოცებს“.

უახლესი მონაცემებით, პრეზიდენტი ობამა საარჩევნო კოლეგიის 303 ხმას ფლობს, მიტ რომნი კი - 206-ს.
XS
SM
MD
LG