ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ავღანეთიდან გამოსვლის "ხარვეზიან აღსრულებას" გამოიძიებს


სენატორებიი ჩაკ შუმერი (მარცხნივ) და ბობ მენენდესი (მარჯვნივ)

კონგრესის რამდენიმე კომიტეტი პირობას დებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეკითხვებს დაუსვამს იმაზე, თუ რა მოხდა ავღანეთში და როგორ შეძლო თალიბანმა ქვეყნის ისე სწრაფად დაკავება, რომ ათასობით ამერიკელი და მათი დამხმარე ავღანელები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

კონგრესში ადმინისტრაციის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება ორივე პარტიიდან იგრძნობა. მიმდინარე მოვლენებს, სავარაუდოდ, გავლენა ექნება ადმინისტრაციის მცდელობაზე მომავალ შუალედურ არჩევნებამდე ამერიკელებს ადგილობრივ საკითხებში პროგრესი დაანახოს.

კონგრესში უკვე იკვეთება რამდენიმე შესაძლო მოსმენა ამ ზაფხულს და შემოდგომაზე, რომელთა მიზანიც ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდისთვის მკაცრი შეკითხვების დასმა იქნება ორივე პარტიის მხრიდან. ეს პრეზიდენტის მმართველობის პირველი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, უპრეცედენტო შემთხვევაა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა თქვა, რომ კანონმდებლები გამოიძიებენ "ბაიდენის ადმინისტრაციის [ავღანეთიდან] გამოსვლის ხარვეზიან აღსრულებას". მენენდესმა ასევე თქვა, რომ გამოძიების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებებიც იქნება, რომელმაც თალიბანთან "ხარვეზიანი მოლაპარაკებები" აწარმოა, რომლის შედეგადაც ამერიკამ თალიბანთან 2020 წლის თებერვალში სამშვიდობო მოლაპარაკებას მოაწერა ხელი ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასამთავრებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG