ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატი ერიკ ადამსი ქალაქ ნიუ-იორკის მერი გახდა


ქალაქ ნიუ-იორკის მერად დემოკრატი ერიკ ადამსი აირჩიეს. საარჩევნო რბოლაში ადამსის მეტოქე რესპუბლიკელი კურტის სლივა იყო. ადამსმა ამ პაექრობაში ადვილად გაიმარჯვა, მაგრამ მისი შემდგომი ამოცანა ბევრად უფრო რთული გადასაჭრელია. ერიკ ადამსს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქალაქის აღდგენის მართვა მოუწევს.

ერიკ ადამსი, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილი კაპიტანი და ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტი მეორე შავკანიანია, რომელიც ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის მერი გახდება. პირველი შავკანიანი მერი დევიდ დინკინსი იყო, რომელიც ქალაქს 1990-1993 წლებში უძღვებოდა.

“დღეს ნიუ-იორკმა თავისიანი აირჩია, მე ვარ თვითონ თქვენ...წლების განმავლობაში, ლოცვის და იმედის, ბრძოლის და მუშაობის შემდეგ, ჩვენ მერიაში შევდივართ”, ასე მიმართა ადამსმა ბრუკლინის სასტუმროში შეკრებილ მოზეიმე მხარდამჭერებს.

დემოკრატიული პარტიის მრავალ კანდიდატიან წინასწარ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ადამსის წარმატება თითქმის გადაწყვეტილი საკითხი იყო ქალაქში, სადაც დემოკრატების რიცხვი, რესპუბლიკელებთან შედარებით 7-ჯერ მეტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG