ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიაში გუბერნატორის არჩევნებში რესპუბლიკელმა გლენ იანკინმა გაიმარჯვა 


საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, ამერიკაში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით ყურადღება რამდენიმე შტატზე იყო გამახვილებული, ერთ-ერთი ასეთი ვირჯინია იყო, სადაც უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ გამარჯვება რესპუბლიკელმა გლენ იანკინმა მოიპოვა.

პოლიტიკაში ახლადმოსულმა იანკინმა დემოკრატი ტერი მაკოლიფი დაამარცხა, რომელიც ვირჯინიის ყოფილი გუბერნატორია. კანდიდატებს შორის სხვაობა მცირეა. რესპუბლიკელმა გლენ იანკინმა ხმების 51% აიღო ხოლო მაკოლიფმა 48%.

ამ დროისთვის, ამერიკის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მცირე უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, თუმცა შესაძლოა ეს მოცემულობა შეიცვალოს და დემოკრატებმა ერთზე ან ორივე პალატაზე კონტროლი დაკარგონ.

როგორი იქნება ძალთა ბალანსი საკანონმდებლო ორგანოში ეს 2022 წელს გახდება ცნობილი. თუ რომელიმე პალატას ან ორივეს დემოკრატები დაკარგავენ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცება გართულდება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტმა ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა.

ვირჯინიაში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატები მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ.

წლის მიწურულს ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ მოსახლეობაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწონების რეიტინგები მცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG