ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანმა საქართველო-რუსეთის ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა


აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით, რუსეთმა შეზღუდვები უნდა მოხსნას საჰაერო მიმოსვლაზე საქართველოსთან.

დეგნანმა ეს კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც მინისტრი, გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიაკავშირი ახლო მომავალში აღდგება.

ლავროვის განცხადებას ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მან აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო და მისი აღდგენა ახლა რუსეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG