ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში პოლიციას სამურაის ხმლებით დაესხნენ თავს


ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე პოლიციის განყოფილებაზე მიტანილი თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა.

თავდამსხმელები პოლიციის განყოფილებას მანქანით მიუახლოვდნენ, შესასვლელთან გაჩერებისას ხუთივე მათგანი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელებს სამურაის ხმლებით დაესხა თავს.

პოლიციამ ოთხი თავდამსხმელი მოკლა და ერთი დააკავა. დაშავებულია თავდასხმის დროს პოლიციის განყოფილებაში რეპორტაჟის გასაკეთებლად მყოფი ჟურნალისტი.

ინდონეზიაში მსგავსი თავდასხმები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. ორი დღის წინ ერთი ოჯახის ექვსმა წევრმა ორ სხვადასხვა ეკლესიაში თავი აიფეთქა. თავდამსხმელებს შორის თინეიჯერები და ბავშვებიც იყვნენ. ამ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა. მანამდე ერთ დღით ადრე კი, მსგავსი თავდასხმა ხუთ-წევრიანმა ოჯახმა განახორციელა. მათ თავი ქალაქ სურაბაიაში, პოლიციის განყოფილების წინ აიფეთქეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG