ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკლელ ტერორისტთა ოჯახმა ინდონეზიაში თავი აიფეთქა, დაშავდა 10


ინდონეზიის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ სურაბაიაში ოჯახის ხუთმა წევრმა ორშაბათს პოლიციის სათაო ოფისთან თავი აიფეთქა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჩანაწერი აჩვენებს, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ორი მოტოციკლი უსაფრთხოების გამშვებ პუნქტს უახლოვდება. ოფიცალური პირების განცხადებით, აფეთქებას რვა წლის გოგონა გადაურჩა. შედეგად ოთხი პოლიციელი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერიტორიულ ორგანიზაციას აუღია საკუთარ თავზე.

ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე თვითმკვლელი ტერორისტების ექვს წევრიანმა ოჯახმა, მათ შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის სამ ეკლესიაში თავი აიფეთქა.

აფეთქებამ 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 41 კი დაშავდა. კვირის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერიტორიულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ოჯახი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, პოლიციის თქმით ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სირიიდან. გაეროს გენერალურმა მდივანმა მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია“ ტერორისტული თავდასხმისას ბავშვების გამოყენება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG