ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაორდინალური სამზარეულო


ვაშინგტონის სამზარეულო სხვადასხვა რესტორნებს და დამწყებ ბიზნესებს კომერციული პროდუქტის შექმნაში ეხმარება

სამზარეულო, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, ერთ რომელიმე რესტორანს, ან კერძო კომპანიას არ ეკუთვნის. საჯარო ფართს დამწყები ბიზნესმენები ქირაობენ და საკუთარი პროდუქტის დამზადებისთვის იყენებენ.

დანიელ პორზიოს კომპანიიდან „რავიოლის რევოულუცია“ საკუთარი სამზარეულოს ქონას, დროებით ფართის ქირაობა ურჩევნია. „განსაკუთრებით საჭიროა, როცა დამწყები ბიზნესმენი ხარ. მუშაობას თავს რომ ანებებ და შენს ბიზნესს იწყებ, ისეთი კაპიტალი არ გაქვს, რომ რესტორანი შეიძინო. ამიტომ ქირაობას არჩევ. მცირე ბიზნესისთვის ეს ბევრად უფრო ხელმისაწვდომია“ - ამბობს ის.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00
ბმული

სრულსერვისიანი, დაბალფასიანი და ნაკლებრისკიანი სამზარეულოს პოვნა იოლი არ არის. „იუნიონ ქიჩენი“ 2012 წლის დეკემბერში ჯონას სინგერმა და გულენ გილკრესტმა გახსნეს. 680 კვადრატული მეტრი ფართის მქონე შენობა ადრე საწყობს წარმოადგენდა.

„იუნიონ ქიჩენი“ ერთგვარი საკვები პროდუქტის ინკუბატორია. შექმნის იდეა მცირე ბიზნესის ზრდის და მდგრადობის ხელშეწყობით იყო ნაკარნახევი. კლიენტებს არამარტო საწარმოო ფართს, არამედ საწყობებსაც ვთავაზობთ. გაყიდვაშიც ვეხმარებით. კულინარია ბევრს ემარჯვება. ზოგს ისიც ესმის, თუ როგორ უნდა ამუშაოს დიდი ზომის სამზარეულო, მაგრამ შეიძლება გასაღების გზები არ იცოდეს. ამიტომ მომსახურებას ბევრი მიმართულებით ვთავაზობთ და საწყის ეტაპზე წარმატების მიღწევაში ვეხმარებით“ - ამბობს ჯონას სინგერი.

სამზარეულო 24-საათიანია და უქმეების ჩათვლით მუშაობს. მას დღეს 55 ადამიანი ქირაობს და ბევრი მოსაცდელ სიაშია შეყვანილი. ჯესიკა ლოუტერი, „ჩაოჩაუს“ მფლობელი „იუნიონ ქიჩენის“ კიდევ ერთ მხარეს გვაცნობს:

„ჩვენთვის ეს ახალი წამოწყებაა. შედარებით გამოცდილი კოლეგების გაცნობა, ვინც ფართს ქირაობს და მათი გამოცდილების გაზიარება, უზარმაზარი შვებაა. მითუმეტეს, რომ ყველა დიდი სიამოვნებით გეხმარება. საკმაოდ შეკრული წრეა, ყველა ერთმანეთს უწვდის ხელს“ - ყვება ჯესიკა.

„იუნიონ ქიჩენი“ სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებას უკვე გეგმავს.
XS
SM
MD
LG