ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუს სპორტსმენს დაუსწრებლად გაასამართლებენ სანქციების დაწესების მოწოდებისთვის


აქტიური სპორტიდან წასული ცნობილი ცნობილი ბელარუსი მოცურავის ალიაქსანდრა ჰერასიმენიას და ხელბურთის ყოფილი მენეჯერის, ალექსანდრ აპეიკინის დაუსწრებლად სასამართლო მოსმენა 19 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.

8 დეკემბერს მინსკის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ ამ ორ პირს ბრალი ედება „ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჯარო მოწოდებებისთვის, რამაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დააზარალა.“ ამ ბრალდებით მსჯავრის დადება 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჰერასიმენიამ და აპეიკინმა, რომლებიც ამჟამად ბელარუსის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან, 2020 წლის აგვისტოში, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტების დროს ბელარუსული სპორტული სოლიდარობის ფონდი შექმნეს.

მათი ორგანიზაცია ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევს ბელარუს სპორტსმენებს, რომლებიც ლუკაშენკოს საწინააღმდეგო პროტესტების გამო ხელისუფლების სამიზნე გახდნენ.

გასული წლის აპრილში, ბელარუსის ხელისუფლებამ ჰერასიმენია და აპეიკინი ქვეყნის ძებნილთა სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG