ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპას ესაჭიროება ხელახალი შეიარაღება, აცხადებს კოპენჰაგენი


დანიის და უკრაინის ლიდერები ხელს უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულებას აწერენ. ლვივი, უკრაინა. 23 თებერვალი, 2024 წ.
დანიის და უკრაინის ლიდერები ხელს უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულებას აწერენ. ლვივი, უკრაინა. 23 თებერვალი, 2024 წ.

ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, დანიის განცხადებით, ევროპას ახლა უფრო სწრაფად ესაჭიროება ხელახალი შეიარაღება. ქვეყნის პრემიერმა 23 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის 10-წლიან შეთანხმებას.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორი ლიდერის შეხვედრა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივში გაიმართა, ქვეყანაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის მეორე წლისთავთან დაკავშირებით.

მსგავს ორმხრივ შეთანხმებას უკვე მოაწერეს ხელი ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნისგან შემდგარმა შვიდეულმა გასულ წელს პირობა დადო, რომ უკრაინასთან ორმხრივად გააფორმებდა "გრძელვადიან უსაფრთხოების ვალდებულებებსა და შეთანხმებებს".

დანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია და ქვეყნის ეკონომიკის ზომის მიხედვით, მისი მასშტაბური დამხმარეც. ერთი დღით ადრე, დანიამ განცხადება ახალი, 247.4 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტზე გააკეთა, რომელიც უკრაინას მიეწოდება.

კოპენჰაგენმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაზარდონ კიევის მხარდაჭერა რუსეთთან ომში. ფრედრიკსენმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ დანიიდან ამ ზაფხულს უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის გადაცემას მოელის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG