ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურთიერთბრალდებები კახოვკის ჰესის აფეთებასთან დაკავშირებით


უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები, რუსეთს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებაში და განზრახ ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, კრემლი მომხდარში კიევს სდებს ბრალს და აცხადებს, რომ უკრაინამ ეს მოსალოდნელი კონტრშეტევიდან ყურადღების გადატანისთვის გააკეთა. ადგილზე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ზოგი ე.წ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კაშხალი თავად ჩამოიშალა.

არც ერთ მხარეს, ამ დრომდე საჯარო მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ ვინ არის მომხდარში დამნაშავე. ჟენევის კონვენცია, ცალსახად კრძალავს ომის დროს ჰესების სამიზნეში ამოღებას, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ეს განსაკუთრებულ საშიშროებას ქმნის.

კაშხლის განადგურება საომარ ზონაში ახალ ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის. ამასთან, კიევის მოსალოდენლი კონტრშეტევის წინ, რომლის მიზანი, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ძალების განდევნაა, სრულიად გარდაქმნის ფრონტის ხაზებს.

სრულმასშტაბიანი ომის საწყისი ეტაპებიდან, ჰესს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებდა. ორივე მხარე ურთიერთ ბრალდებებს გამოთქვამდა იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე კაშხლის განადგურებას გეგმავდა.

„რუსი ტერორისტები. კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უდასტურებს, რომ ისინი უნდა განიდევნონს უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან“ - დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“. ზელენსკის თქმით, დატბორვის ზონაში დაახლოებით 80 დასახლებაა.

მომხდარს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, „ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინაში რუსეთის ომის სისასტიკეს.“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ საუბარია უკრაინული მხარის განზრახ დივერსიაზე“.

„როგორც ჩანს, ეს დივერსია ასევე დაკავშირებულია იმასთან, რომ ორი დღის წინ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები, ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს“ - თქვა პესკოვმა. კიევი არ ადასტურებს კონტრშეტევის დაწყებას.

გაეროს ბირთვული დამკვირვებელი აცხადებს, რომ ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურს, გასაგრილებლად საკმარისი წყალი სჭირდება, რომელსაც ის ჰიდროელექტროსადგურიდან იღებს. სადგურმა რეაქტორების გასაგრილებლად წყალსაცავის ზემოთ მდებარე ცალკეული აუზიდან უნდა მიიღოს.

უშუალოდ ჩამოშლილი კაშხლის მახლობლად მდებარე ქალაქში, წყლის დონე შესაძლოა 12 მეტრამდე გაიზარდოს, - აცხადებს ადგილზე რუსული საოკუაციო ძალების მიერ მხარდაჭერილი ე.წ. მერი, ვლადიმირ ლეონტიევი.

გავრცელებული ვიდეო აჩვენებს, რომ წყალი კაშხლის ნარჩენებში მიედინება, რომლის სიმაღლე 30 მეტრია, სიგრძე კი 3.2 კილომეტრი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“, საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნულ ადგილობრივ მმართველზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხერსონის ოქლის დასახლებაში მცხოვრები 22 ათასი ადამიანი წყალდიდობის საფრთხის წინაშეა. ხერსონი ერთერთია უკრაინის 5 რეგიონიდან, რომელიც რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG