ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ეფ 16-ების ერთ-ერთ მოდიფიკაციას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია,“- ლავროვი


კრემლი დასავლეთთან კვლავ შანტაჟის ენით საუბრობს, ტაჯიკეთში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას „ეფ 16-ებს (სამხედრო თვითმფრინავებს) გადასცემს ეს კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

„თუ მათ ეს არ ესმით მაშინ ისინი უსარგელონი არიან როგორც სამხედრო სტრატეგები,“- ამბობს ლავროვი.

სერგეი ლავროვის თქმით ამის მიზეზი ის არის, რომ „ეფ 16-ების“ ერთ-ერთ მოდიფიკაციას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია, რაც რუსეთისთვის დაუშვებელია.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ეფ16“-ების ერთ-ერთ მოდიფიკაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა,“- თქვა ლავროვმა დუშანბეში სამხედრო ბაზაზე, ჟურნალისტებმა ლავროვის ეს კომენტარი სამინისტროს ტრანსკრიპტში ამოიკითხეს.

უკრაინა დასავლეთის ქვეყნებისგან „ეფ 16-ებს“ უკვე თვეებია ითხოვს, კიევი ამბობს, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიღება იქნება დამარწმუნებელი სიგნალი, რომ რუსეთის უკრაინაში ომი რუსეთის მარცხით დასრულდება.

ამ დრომდე დასავლეთის ქვეყნებს არ განუცხადებიან მისცემენ თუ არა უკრაინას მოიერიშეებს, თუმცა ევროპულმა კოალიციამ შეერთებულ შტატებთან ერთად, უკრაინელი პილოტების გაწვრთნა დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG