ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის იუბილე აღნიშნეს


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პატივს მიაგო


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პატივს მიაგებს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 70-ე წლისთავზე.

საფრანგეთში, ნორმანდიის ომაჰას სანაპიროზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ის ჯარისკაცები გაიხსენა, რომლებმაც „თავისუფლების გადასარჩენად გასაჭირის დროს თავი გაწირეს.“

მოკავშირეებმა 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში 160 ათასი ჯარისკაცი გადასხეს, რაც სამხედრო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო იერიშია. იმ დღეს ნორმანდიაში 4500 ჯარისკაცი დაიღუპა. თუმცა, მოკავშირეების მიერ განხორციელებული ამ იერიშის შედეგად რამდენიმე თვეში გერმანია დამარცხდა.

პარასკევს ამერიკის მასშტაბით, უამრავი ღონისძიება იმართება, რომლებსაც ათასობით ვეტერანი ესწრება.
XS
SM
MD
LG