ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაღამ ანკარას სალე მუსლიმის ექსტრადიციაზე უარი უთხრა


თურქეთის მთავრობა ჩეხეთს “ტერორიზმის ღია ხელშეწყობაში” სდებს ბრალს. ანკარა პრაღისგან სირიელი ქურთების დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის ექსტრადიციას ითხოვდა. პრაღის მუნიციპალურმა სასამართლომ სალე მუსლიმი გაათავისუფლა.

თურქეთი ყოფილ პოლიტიკურ ლიდერს რამდენიმე ბრალდებას, მათ შორის, მკვლელობის ბრალს უყენებდა. სწორედ მათ საფუძველზე დააკავეს სალე მუსლიმი შაბათს, ჩეხეთის დედაქალაქში. ანკარას მისი დაჭერისთვის მილიონიანი გასამრჯელო ჰქონდა დაწესებული.

სირიელი ქურთების დემოკრატიულ პარტიას თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ანკარის განცხადებით, პრაღის მუნიციპალური სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა და ეს ფაქტი, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება თურქეთ-ჩეხეთის ურთიერთობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG