ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტზე აპრილამდე დარჩება


რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტის დატოვებას მომავალი წლის აპრილში აპირებს, რითაც კუბაში კასტროების ოჯახის 60 წლიანი მმართველობა დასრულდება.

კუბის პარლამენტმა მოქმედ პრეზიდენტს ვადა 19 აპრილამდე ქარიშხალ ირმას შედეგებთან გასამკლავებლად გაუგრძელა. ქვეყნის მმართველობაში რჩება სახელმწიფო საბჭოც, რომელსაც 86 წლის კასტრო მეთაურობს.

მოსალოდნელია რომ კასტროს მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი - 57 წლის მიგელ დიაზ კანელი ჩაანაცვლებს, კასტრო კი კომუნისტური პარტიის ლიდერად დარჩება.

XS
SM
MD
LG