კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა, რამდენიმე თვიანი დეპრესიის მკურნალობის შემდეგ, თავი მოიკლა. ის 68 წლის იყო.
სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფიდელ კატრო დიაზ-ბალარტი „ღრმად დეპრესიულ მდგომარეობაში“ იყო. მან მკურნალობის კურსი საავადმყოფოში დაიწყო და მოგვიანებით სახლში გააგრძელა.
ფიდელიტო, ანუ პატარა ფიდელი ფიზიკურად ძალიან ჰგავდა მამას - ფიდელ კასტროს. მან განათლება საბჭოთა კავშირში ბირთვული ფიზიკის დარგში მიიღო. კუბაში ის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი იყო.
მოგვიანებით, კასტრო დიაზ-ბალარტი კუბის მეცნიერების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა და 1980-1992 წლებში კომუნისტური ქვეყნის ბირთვულ პროგრამას ხელმძღვანელობდა.
Facebook Forum