ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვიცით კუბაზე აშშ-ის წინააღმდეგ იდუმალი ბგერითი თავდასხმის შესახებ


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის 15 დიპლომატი გააძევა ვაშინგტონიდან, მას შემდეგ რაც ჰავანაში ამერიკის დიპლომატებზე ხმოვანი თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

აქამდე არსებული ინფორმაციით:

►დაახლოებით 22-მა ამერიკელ დიპლომატს და მათ ოჯახებს ჯანმრთელობის გაურკვეველი პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც მათზე გაურკვეველი ტიპის ხმოვანი თავდასხმა განხორციელდა გასული წლის ნოემბერს.

►უკანასკნელი შემთხვევა აგვისტოში დაფიქსირდა.

►სიმპტომებს შორისაა სმენის დაქვეითება, ყურის პრობლემები, თავბრუსხვევა, თავისტკივილი, დაღლილობა, კოგნიტური და ძილთან დაკავშირებული პრობლემები. მათ ნაწილს ტვინის დაზიანება დაუდგინდა, ნაწილმა სმენა სამუდამომ დაკარგა.

►ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოსცა გაფრთხილება, რომელიც ამერიკელებს მოუწოდებს არ იმოგზაურონ კუბაზე, ვინაიდან, თავდასხმების ნაწილი ამერიკელებზე ჰავანის სასტუმროებში განხორციელდა.

►კუბა უარყოფს თავდასხმებში მონაწილეობას ან მომხდარზე რაიმე ინფორმაციის ქონას.

►აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით დაზარალებულების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, უფრო მეტი საქმის გახსნასთან ერთად.

►სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მათ არ იციან თუ ვინ ან რა დგას თავდასხმების უკან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG