ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სამხედრო გადატრიალება" - სომხეთში ვითარება რთულდება


Armenian Prime Minister Nikol Pashinyan
Armenian Prime Minister Nikol Pashinyan

აზერბაიჯანთან ომის შემდეგ, სომხეთში ვითარება რთულდება. ქალაქის ქუჩებში ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ, მანამდე კი პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანაში "სამხედრო გადატრიალებაა". ეს შეფასება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ მის გადადგომას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ითხოვდა. განცხადება, რომელიც დილით გაკეთდა, ხელმოწერილია შტაბის ხელმძღვანელის მიერ.

"ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ამიერიდან არ შეუძლია მიიღოს სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილებები, ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში,"- წერია განცხადებაში, რომელსაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადება შტაბმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გენერალ ხაჩატრიანის გათავისუფლებას წინ უძღოდა 23 თებერვალს ფაშინიანის განცხადება, სადაც ის რუსული "ისკანდერების" სარაკეტო სისტემის შესახებ საუბრობდა და ამბობდა, რომ ყარაბაღის ომის პერიოდში სამხედრო დანადგარმა არ იმუშავა. კრიტიკას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ხაჩატრიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ კრიტიკა უსაფუძვლო იყო და ეს ინფორმაცია მანამდეც იყო ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG