გაეროს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტი-სამთავრობო გამოსვლები და კიევსა და პრო-რუსულ მოსახლეობას შორის არსებული დაპირისპირება ადამიანის უფლებების საგანგაშო დარღვევების მიზეზი ხდება.
გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტოს უფროსმა ნავი პილაიმ პარასკევს განაცხადა, რომ ყირიმში გაეროს დამკვირვებლებს ავიწროვებენ. ამ განცხადებაზე საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიკერძოებულობაში და ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა.
კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში პრო-რუსულმა სეპარატისტებმა რეფერენდუმები გამართეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. თვით-გამოცხადებულ ერთეულებს კი „სახალხო რესპუბლიკელბი“ დაარქვეს.
ამ ფონზე, სეპარატისტები უკრაინის მასშტაბით აცხადებენ, რომ 25 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.