ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენიელ ქრეიგის ბოლო "ჯეიმს ბონდმა" $56 მილიონი შეაგროვა


კორონავირუსის პანდემიის გამო, 18-თვიანი მოლოდინის შემდეგ, დენიელ ქრეიგის მონაწილეობით გადაღებული ბოლო "ჯეიმს ბონდი" კინოეკრანებზეა. ფილმმა, უკვე მოაგროვა 56 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ჩრდილოეთ ამერიკის 4,407 კინოთეატრიდან ჯამში შემოსული თანხაა.

ამ ეტაპზე ბონდის ბოლო სერიას "სიკვდილის დრო არ არის", პანდემიის დროს გადაღებული, ან თავად ბონდიანას რეკორდი არ მოუხსნია. მაგრამ, აქამდე არსებულ 25 ჯეიმს ბონდს შორის, საუკეთესო მე-4 ადგილი დაიკავა შემოსავლების მიხედვით. ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი ეტაპობრივად გაიზრდება, ვინაიდან ბონდის ძირითადი მაყურებლები შედარებით ასაკოვანი ხალხია, ვინც ფილმის პრემიერისთანავე არ მიდის კინოთეატრებში.

"ძალიან დიდი შვებაა ჩემთვის ის, რომ ფილმი, როგორც იქნა, კინოშია და ხალხს შეუძლია მისი ნახვა",- თქვა დენიელ ქრეიგმა, მთავარი როლის შემსრულებელმა, ერთ-ერთ ინტერვიუში.

"სიკვდილის დრო არ არის" ბონდის სერიების ბოლო ფილმია, სადაც დენიელ ქრეიგი ჯეიმს ბონდის როლს თამაშობს. მანამდე მან ბონდი 4-ჯერ ითამაშა. ახლა კი პროდიუსერების და მსახიობის გადაწყვეტილებით, ეკრანებზე ახალი ბონდის გამოჩენის დროა. თუმცა, ვინ იქნება ლეგენდარული აგენტი 007 ჯერ უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG