ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნების ნაწილი, შობის წინ კოვიდ-19-ის გამო შეზღუდვებს აწესებს


წინასაახალწლოდ​, ახალი კორონავირუსის ვაქცინის დადასტურება პანდემიასთან ბრძოლაში დიდ გარღვევად იქნა აღქმული. თუმცა მიუხედავად ვაქცინაციის დაწყებისა, ბევრ ქვეყანაში შეზღუდვები მოგზაურობასა და შეკრებებზე ძალაში რჩება. შეერთებულ შტატებში მესამე დღეა რაც ყოველდღიურად, ვირუსით გარდაცვალების 3000 შემთხვევა ფიქსირდება.

მეცნიერები და მთავრობები პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინას უდიდეს წარმატებად აფასებენ, თუმცა პროცესს სავარაუდოდ თვეები დასჭირდება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში.

მსოფლიოში კოვიდ-19-ით 73 მილონი ადამიანია ინფიცირებული და 1,655,424 ადამიანი გარდაიცვალა. შეერთებული შტატები მსოფლიოში ლიდერობს ინფიცირების რაოდენობითა და გარდაცვალების მონაცემებით.

ვირუსის გავრცელებამ შეერთებულ შტატებში საავადმყოფოები გამოწვევის წინაშე დააყენა, ეს მას შემდეგ რაც, მადლიერების დღის აღსანიშნავად, ბევრმა ამერიკელმა გადაწყვიტა საკუთარი ოჯახები მოენახულებინა, მიუხედავად მოწოდებებისა ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

ახლა ბევრი ქვეყანა საშობაო მოგზაურობისთვის ემზადება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი მოუწოდებს, რომ მოგზაურობა რისკად არ ღირს.

ათასობით ავსტრალიელის გეგმები შეიცვალა, მას შემდეგ რაც ქვეყნის შტატებმა და ტერიტორიებმა სასაზღვრო შეზღუდვები მიიღეს, მას შემდეგ რაც სიდნეიში 28 ახალი ინფექცია დაფიქსირდა.

გამოწვევის წინაშეა ასევე დიდი ბრიტანეთი, რომელიც საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავდა.

სამხრეთ კორეა, რომელსაც ბევრი პანდემიის დასაწყისში ვირუსთან ბრძოლაში წარმატების მოდელად მიიჩნევდა, ახლა უკვე შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას უმკლავდება. იქ 18 დეკემბრს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 1062 შემთხვევა დაფიქსირდა.

შეზღუდვები წინასაახალწლოდ მკაცრდება ევროპაშიც. ავსტრიელები, რომლებიც საშობაოდ სახლში დაბრუნებას გეგმავენ კარანტინს გაივლიან. ქვეყანა, შობის შემდეგ მესამედ გამოაცხადებს კარანტინს.

შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტრომ კი მთავრობას მოუწოდა, ერთი თვით რესტორნების დახურვის გადაწვეტილება მიიღოს.

ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდი, რომელიც ვირუსმა პანდემიის დასაწყისში დიდი დარტყმა მიაყენა, ახერხებს ინფიცირების რაოდენობის კონტროლს, მკაცრი შეზღუდვების გარეშე. თუმცა იქ, 100,000 მოსახლეზე უკანასკნელი ორი კვირაა რაც 224 შემთხვევა ფიქსირდება. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში მეორე ტალღის წინ დაფიქსირებულ რაოდენობას უტოლდება.

შეზღუდვების ხელახლა შემოღებას გეგმავს პოლონეთიც. მთავრობა აცხადებს, რომ შობის შემდეგ ეროვნული მასშტაბის კარანტინი იგეგმება. ლიეტუვაში კი პოლიცია ბარიკადების აღმართვას გეგმავს, კარანტინის აღსასრულებლად.17 დეკემბერს კოვიდ-19 საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს დაუდასტურდა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, 18 დეკემბერს კოვიდ-19-ზე აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

ევროკავშირში, ელიან, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტო, „ფაიზერის“ და „ბიონტექის“ ვაქცინას ამ დღეებში დაადასტურებს. ევროკავშირში ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბერს ელიან. იმ ფონზე, როცა დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია უკვე დაიწყო, ევროგაერთიანებას პროცესის გაწელვასა და მოუქნელობაში სდებენ ბრალს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG