ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადავო სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება


მოსამართლე აცხადებს, რომ ფსიქიატრიული ტესტირების ჩატარება პისტორიუსის სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე მიუთითებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა ემუქრება

სამხრეთ აფრიკაში მოსამართლემ მორბენალი ოსკარ პისტორიუსის ფსიქიატრიული შემოწმების განკარგულება გასცა. ამით პისტორიუსის სასამართლო პროცესი შეწყდა. ოლიმპიელ ათლეტს მისი მეგობარი გოგონას მკვლელობაში ედება ბრალი.

მოსამართლე თოკოზილ მასიპამ გადაწყვეტილება ოთხშაბათს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიმდინარე კვირას ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ შეიტყო, რომ პისტორიუსს ნერვული მოშლილობის სინდრომი აქვს, რაც შიშსა და ნერვიულობას იწვევს.

„სამხილის შედეგად წარმოიქმნა ეჭვი, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებულს შეიძლება დაცვის სხვა მიზიზიც ჰქონდეს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ მისი კრიმინალური პასუხისმგებლობა შემცირდეს.“

პროკურორმა გერი ნელმა ტესტირების შედეგებში ეჭვი შეიტანა. მან აღნიშნა, რომ არ სურს პისტორიუსმა ეს მდგომარეობა მომავალში აპელაციისთვის გამოიყენოს.

მოსამართლე კი აცხადებს, რომ ფსიქიატრიული ტესტირების ჩატარება პისტორიუსის სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე მიუთითებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG