ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ხანდაზმულები პროდუქტს პრიორიტეტულად შეიძენენ


ჩრდილოეთ ირლანდიური სუპერმარკეტი ხანდაზმულ მყიდველებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. სამშაბათს მარკეტი 1 საათით ადრე, სპეციალურად ხანდაზმული მყიდველებისთვის გაიხსნა, რათა მათ ვირუსისგან უსაფრთხოდ, ნაკლები ადამიანის გარემოცვაში და "პანიკური შემსყიდველებისგან" თავისუფალ გარემოში შეძლონ საჭირო პროდუქტების შეძენა. მაგალითს სხვა მაღაზიებმაც მიბაძეს.

ისლანდიური სუპერმარკეტების ქსელის, დასავლეთ ბელფასტში მდებარე ერთ-ერთი მარკეტი სწორედ ასევე, ყოველდღე, დილის 8 საათზე გაიხსნება და პირველი საათის განმავლობაში მხოლოდ ასაკოვან მყიდველებს მოემსახურება.

ჯეიმს მკდონელი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის შეძენა სურს, ამბობს, რომ იმედია ამ მაგალითს სხვა ბევრი მაღაზია გაიზიარებს.

"ეს შესანიშნავი იდეა იყო. ძალიან ბევრი ფოტო გავრცელდა, როგორ ცდილობდა ასაკოვანი ხალხი ცარიელ რიგებსა და თაროებზე პროდუქტის პოვნას მაშინ, როდესაც ყველა პანიკურად ყიდულობდა", - ამბობს მაკდონელი.

ირლანდიაში კი, სადაც განსხვავებით ჩრდილოეთ ირლანდიისგან, სკოლები, უნივერსიტეტი, ბარები თუ პაბები დაკეტილია, გერმანულმა ქსელმა "ლიდლმა" ასევე გამოყო "პრიორიტეტული შესყიდვის" საათები ხანდაზმულებისთვის. დილის 9-დან 11 საათამდე, ყოველდღე, 163 მაღაზიაში ყველა ასაკოვან ადამიანს შეეძლება საჭირო პროდუქტი შეიძინოს. "ლიდლი" სთხოვს სხვა მომხმარებლებს, რომ მათ გადაწყვეტილებას პატივი სცეს და პროდუქტის ყიდვა იმგვარად დაგეგმონ, რომ ასაკოვანთათვის პრიორიტეტული საათები არ გამოიყენონ. ქსელი აცხადებს, რომ ისინი ვერ შეძლებენ მკაცრად გააკონტროლონ ისარგებლებს თუ არა ამ საათებით ის ხალხი, ვისაც პრიორიტეტი არ შეეხება.

XS
SM
MD
LG